აშშ ეკონომიკური და ენერგეტიკული რისკების გამო, ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს - ისრაელ კაცი

ისრაელ კაცი

ჩვენ ძალიან გვსურს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე იერიშის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს ეკონომიკური და ენერგეტიკული რისკების გამო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, იტყობინება „სიენენი“.

მისივე თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ ასეთმა თავდასხმებმა, შესაძლოა, ირანის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე საპასუხო იერიშები და ნავთობის გლობალური კრიზისი გამოიწვიოს.

კაცმა ასევე თქვა, რომ ირანზე დარტყმების განსახორციელებლად ამერიკული გამანადგურებლები და საწვავით მომარაგების თვითმფრინავები ისრაელის ტერიტორიიდან მოქმედებენ.

„ირანი რეგიონში ყველა ქვეყანას ესხმის თავს, გარდა ერთისა – ისრაელის. იციან, რომ ამერიკული გამანადგურებლები და საწვავით მომარაგების თვითმფრინავები აქედან აფრინდებიან ირანზე დარტყმების განსახორციელებლად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.