აშშ და ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ნნ

 ომანში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ შეხვედრა წინა რაუნდებზე გაცილებით პირდაპირი და პროდუქტიული იყო.

„წინა 3 შეხვედრისგან განსხვავებით, მოლაპარაკების ეს რაუნდი გაცილებით სერიოზული და პირდაპირი იყო. ჩვენ უკვე გავცდით ზოგად ჩარჩოებს და უფრო კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესად გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები და უფრო დეტალურად განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებზეც განსხვავებული პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა არაქჩიმ.

მხარეები ომანის შუამავლობით კიდევ ერთი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.