აშშ არ ცდილობს NATO-ს დაშლას, ან არსებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას, როგორც ამას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშის ავტორები აცხადებენ - NATO-ში აშშ-ის ელჩი

მეთიუ უიტაკერი

 შეერთებული შტატები არ ცდილობს ნატოს დაშლას, ან არსებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას, როგორც ამას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშის ავტორები აცხადებენ, - ასე პასუხობს შეერთებული შტატების ელჩი ნატოში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2026 წლის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას, რომლის ავტორებმაც აშშ-ის მხრიდან ნატოს დაშლის სურვილი არ გამორიცხეს.

მეთიუ უიტაკერის თქმით, შეერთებულ შტატებს ალიანსის წევრებს შორის თავდაცვის სფეროში ტვირთის დაბალანსება სურს და ევროპელ მოკავშირეებს უბიძგებს, მეტი გააკეთონ, მეტად ძლიერები იყვნენ, რადგან სიძლიერე არის მშვიდობის გარანტია.

„ჩვენ ვცდილობთ ნატო უფრო ძლიერი გავხადოთ. ალიანსიდან გასვლას, ან უარყოფას კი აქ ვცდილობთ, არამედ მის ისე ამუშავებას, როგორც ჩაფიქრებული იყო - 32 ძლიერი და ქმედითი ქვეყნის ალიანსისას. შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია, რომ ევროპაში ბევრი დისკუსია და ცოტა მოქმედებაა. მოკავშირეები უფრო მეტ დროს ხარჯავენ პრობლემების განხილვაზე, ვიდრე მათ გადაჭრაზე. უსაფრთხოების საკითხებში ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და აჩვენონ, რომ შეუძლიათ დაპირებების შესრულება, რაც ნატოს ხარჯების სამიზნე ნიშნულამდე ზრდას მოიცავს“, - აღნიშნა მეთიუ უიტაკერმა.