1774033649
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედრო პერსონალის გაგზავნას გეგმავს
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედრო პერსონალის გაგზავნას გეგმავს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, საუბარია კალიფორნიაში ბაზირებულ, დაახლოებით 2 500-მდე საზღვაო ქვეითზე, ავიამზიდ „ბოქსერისა“ და საზღვაო ქვეითთა 11-ე კორპუსის შემადგენლობაზე.
ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ეს განთავსება დაგეგმილზე სამი კვირით ადრე ხორციელდება.











