„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ბელა ჰადიდი, რომელიც 2012 წლიდან ლაიმის დაავადებას ებრძვის სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
„ასე მგონია, რომ ტვინში არც ერთი მოქმედი უჯრედი აღარ მაქვს. ხოლო რაც დარჩენილია, ისინიც ერთმანეთს ებრძვის. შხაპი მივიღე და გონება არ დამიკარგავს, დღეს ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო. ვერაფერს ვუხერხებ ამ გამწვავებას. ყველა ექიმის რეკომენდაცია შევასრულე, მაგრამ მაინც არაფერი მშველის",- წერს ბელა ჰადიდი.
ლაიმის დაავადება ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის და დროული რეაგირების გარეშე შეიძლება ორგანიზმის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
ინფექცია ორგანიზმში პროგრესირებს და რამდენიმე კვირაში ან თვეში შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულის სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს.