პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
"Artemis II"-ის მისიის ასტრონავტები, რომლებმაც მთვარის გარშემო ისტორიული მოგზაურობა წარმატებით დაასრულეს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს ეწვივნენ. მათთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს რეალური შანსი, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ასტრონავტები მთვარეზე დაეშვან.
პრეზიდენტმა კოსმოსის ათვისების იმ გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე ბაზის შექმნასა და მარსზე გამგზავრებას გულისხმობს.
ტრამპმა ყურადღება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს იმ მონაცემების გასაჯაროებას, რომლებიც "საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო იქნება".
ასტრონავტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ მომზადებას და იქვე საკუთარ შესაძლებლობებზეც ისაუბრა:
"იქ მოსახვედრად ძალიან ჭკვიანი უნდა იყო და ფიზიკურადაც ბევრ რამეს შესანიშნავად უნდა ართმევდე თავს. ასე რომ, მე იქ მოხვედრა არ გამიჭირდებოდა - ფიზიკურად ძალიან, ძალიან კარგ ფორმაში ვარ", - განაცხადა ტრამპმა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051