ზოდიაქოს 4 ნიშანს, 2026 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება
1768925643
არქტიკის სუვერენიტეტის საკითხში ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის მხარეს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანადა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს.
„არქტიკის სუვერენიტეტის საკითხში ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის მხარეს და სრულად ვუჭერთ მხარს მათ უნიკალურ უფლებას, განსაზღვრონ გრენლანდიის მომავალი. ჩვენი ერთგულება ნატოს მე-5 მუხლის მიმართ ურყევია. კანადა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და მოუწოდებს ფოკუსირებული მოლაპარაკებებისკენ არქტიკაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. ვიტყოდი, რომ საფრთხეები არსებობს. რუსეთი, უდავოდ, საფრთხეს წარმოადგენს არქტიკაში. რუსეთი ბევრ საშინელ რამეს აკეთებს და მე ვისარგებლებ შემთხვევით, რათა დავგმო მათი გაუმართლებელი და საშინელი თავდასხმა უკრაინაზე, რომელიც თითქმის მეოთხე წელია, მიმდინარეობს. ისინი რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ არქტიკაში, ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, სწორედ ამიტომ ვითანამშრომლებთ ნატო-ს პარტნიორებთან“, – აღნიშნა კარნიმ.