არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს, მსოფლიო ჩემპიონს, მოდელის ჯგუფურ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

არგენტინა

ესპანური FC Sevilla-ს ფეხბურთელი, 2022 წლის არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გონსალო მონტიელი ჯგუფურ გაუპატიურებაშია ბრალდებული. ამის შესახებ გაზეთი Marca დაზარალებულის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.

30 მარტს არგენტინის მართლმსაჯულების სისტემაში შეიტანეს განცხადება სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის... ფეხბურთელის გონსალო მონტიელის წინააღმდეგ", - ნათქვამია გამოცემაში.

როგორც ამბობენ, ინციდენტი 2019 წლის 1 იანვარს, მონტიელის დაბადების დღეზე მოხდა. სავარაუდო გაუპატიურების მსხვერპლი იყო მოდელი, რომელსაც ფეხბურთელი ცოტა ხანს ხვდებოდა. გოგონას თქმით, სპორტსმენმა ჯერ ოჯახთან შესახვედრად მიიწვია, შემდეგ კი დაჟინებით მოითხოვა წვეულებაზე წასვლა. ადვოკატის თქმით, მოდელი ჩვეულებრივ ალკოჰოლს არ სვამს, მაგრამ ამ დროს „ორი ჭიქის მოსინჯვის შემდეგ მან გონება დაკარგა“. გაუპატიურების შემდეგ გოგონა "გააგდეს მონტიელის სახლიდან" და მან არ იცის, რამდენი ადამიანი იყო საქმეში. დაზარალებულს ასევე არ ახსოვს, როგორ მივიდა სახლში.