არგენტინელი "ფეხბურთის ხულიგნების" ლიდერი ქუჩაში ჩაცხრილეს

არგენტინელი "ფეხბურთის ხულიგნების" ლიდერი ქუჩაში ჩაცხრილეს

არგენტინის "ფეხბურთის ხულიგნების" ბანდის ლიდერი, რომელიც დაპირისპირებულ ბანდებთან გარჩევების გარდა, საკუთარი, სამოყვარულო ფეხბურთის გუნდის თამაშებითაც იყო ცნობილი, კუთვნილი კლუბის სტადიონთან ჩაცხრილეს. ანდრეს ბრაკამონტე, მეტსახელად ფილინი, 20 წელზე მეტია ფანების ბანდას "როსარიო სენთრალს" ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ძალადობრივ კონფლიქტებში მოწინააღმდეგე ბანდებთან.

ფილინი და მისი თანაშემწე დანიელ რანა ათარდო, სტადიონიდან ოთხ კვარტალში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი მოტოციკლისტმა ჩაცხრილა.

"როსარიო სენთრალის" გუნდმა ცოტა ხნის წინ ლიგის მატჩი ჩაატარა, თუმცა ბრაკამონტე მატჩზე არ იმყოფებოდა - მას შეზღუდული ჰქონდა მატჩებზე დასწრება წარსულში მომხდარი ინციდენტების გამო, ხელისუფლება კი მას ფულის გათეთრებასა და გამოძალვაში ადანაშაულებდა.

დაჭრილები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრაკამონტეს მკვლელობა არგენტინულ მედიაში ერთ-ერთი გახმაურებულ საქმედ მიიჩნეოდა, და ანგარიშსწორების მიზნით ჩადენილ მკვლელობად აფასებდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრაკამონტეს კრიმინალური წარსული ჰქონდა და ის ხშირად გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი.

ანდრეს ბრაკამონტეს, რომელიც 52 წლის ასაკში მოკლეს, ასევე ადანაშაულებდნენ ნარკოკორტელთან კავშირში, რომელიც ცნობილი იყო როგორც Los Monos.

წყარო: BBC