უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
არგენტინაში ფართომასშტაბიანი, 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მათივე ცნობით, არგენტინის უმსხვილესმა პროფკავშირებმა დაიწყეს მასშტაბური, 24-საათიანი გაფიცვა, რის გამოც გაჩერდა მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლა. შეჩერებულია ფრენებიც.
ისინი პროტესტს გამოხატავენ არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიკური ზომების მიმართ.
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დახურულია ბანკები და სკოლები, ხოლო საჯარო საავადმყოფოები მინიმალური პერსონალით ფუნქციონირებენ.
გაფიცვას შეუერთდნენ მუშები, პენსიონერები და სხვადასხვა მსხვილი საწარმოს თანამშრომლები.
პროფკავშირები მთავრობისგან ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას და ხელფასებზე მოლაპარაკებების განახლებას.