არასდროს დავთმობ ჩემს წვერს - ქალის ისტორია, რომელსაც მამაკაცის მსგავსი წვერი აქვს

წვერიანი ქალი

ამერიკელმა ქალმა წვერი გაიზარდა და აღიარა, რომ საკუთარი გარეგნობა ძალიან მოსწონს, წერს გამოცემა Daily Star.

27 წლის სკოლის დამლაგებელმა ნილის სტივენსონმა განაცხადა, რომ მიუხედავად დაცინვისა და ყოფილი პარტნიორების კრიტიკისა, თავს „უფრო ლამაზად და სრულყოფილად“ გრძნობს, რადგან თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს. ამერიკელ ქალს მოზარდობიდანვე აქვს დიაგნოზირებული Hirsutism-მი, მდგომარეობა, რომლის დროსაც ქალებში თმის ზრდა, ისეთია, როგორც მამაკაცებში, მათ შორის სახეზეც. ადრე ქალი ყოველდღე იპარსავდა წვერს და ხშირად მამაკაცის ტანსაცმელსაც ატარებდა, რათა ლოყებსა და ნიკაპზე ამოსული თმა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. ახლა კი იგი საჯაროდ აჩვენებს თავის სქელ წვერს, რომელიც, მისი თქმით, მისთვის „ზეციური საჩუქარია“.

ქალმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი წვერი განსაკუთრებით მაშინ შეიყვარა, როცა თავისი ამჟამინდელი პარტნიორი გაიცნო, რომელსაც მოსწონს მისი ამჟამინდელი გარეგნობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უცნობები მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახიან, ის ამბობს, რომ დადებითი რეაქციები ბევრად მეტია. „არასდროს დავთმობ ჩემს წვერს მხოლოდ იმისთვის, რომ ნეგატიური კომენტარები ავიცილო, მასში ძალიან ბევრი სილამაზეა“, — აღნიშნა მან.