„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
1773676751
ირანში ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში შვიდი ადამიანი დაიღუპა, 145 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთა შორის არის არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების ორი წევრი, ასევე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე – პაკისტანის, ნეპალის, ბანგლადეშისა და პალესტინის მოქალაქეები.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან შვედეთის, თურქეთის, ნიგერიის, ინდოეთისა და განას მოქალაქეები.
ამასთან, განცხადების თანახმად, ირანში ომის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ 304 ბალისტიკური რაკეტა, 15 ფრთოსანი რაკეტა და 1627 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.