არაბთა გაერთიანებული საამიროების სკოლებში, შესაძლოა, რობოტი მასწავლებლები გამოჩნდნენ

რობოტი

არაბთა გაერთიანებული საამიროების სკოლებში, შესაძლოა, რობოტი მასწავლებლები გამოჩნდნენ.ამის შესახებ განათლების მინისტრმა განათლების კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„განათლების სამინისტროში, მზად ვართ მივიღოთ ახალი ტექნოლოგიები და ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა განვავითაროთ GPT-ზე მომუშავე ხელოვნური ინტელექტის მასწავლებლები. ამით გვსურს განვავითაროთ საგანმანათლებლო ტექნოლოგია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განათლების სისტემის ასამაღლებლად", - თქვა აჰმად ალ ფალასიმ ალეფის განათლების სამიტზე, დუბაიში მომავლის მუზეუმში.

აჰმად ალის თქმით, მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარება დაჩქარებულია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, სწავლების ტრადიციული მეთოდები გარდაიქმნა, ინოვაციურმა ინსტრუმენტებმა რევოლუცია მოახდინა საკლასო ოთახშებში და დისტანციური სწავლების მხრივაც.

ეს განცხადებები გაკეთდა მინისტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში უახლესი მოვლენების განხილვისა და განათლების სასიკეთოდ გამოყენების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგან მთელს მსოფლიოში (განსაკუთრებით ნიუ-იორკში) აიკრძალა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკლასო ოთახებში, არაბთა გაერთიანებული საამიროები ითვისებენ ამ ახალ ტექნოლოგიას.

„ეს აიძულებს მასწავლებლებს, აკადემიკოსებს და პედაგოგებს გლობალურად გადააფასონ არა მხოლოდ ის, თუ როგორ ასწავლონ, არამედ როგორ შეაფასონ", - თქვა ალ ფალასიმ.

არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა აჩვენეს თუ რამდენად სასარგებლოა ტექნოლოგია COVID-19-ის დროს, როდესაც განათლება ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

"ჩვენ ყველამ გამოვცადეთ პანდემია და მივხვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგია, როდესაც საქმე ეხება განათლებას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტექნოლოგიაზე, როგორც ინსტრუმენტზე, რომელიც დაგვეხმარება განათლების ტრანსფორმაციაში", — თქვა ალ ფალასიმ.