ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ორდღიან კონსულტაციებზე მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა რუსეთს ენერგეტიკულ ზავს შესთავაზებენ, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები უნდა შეწყვიტოს, სანაცვლოდ კი უკრაინა რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს აღარ დაარტყამს.
მანამდე მოლაპარაკებები გაიმართა მოსკოვში. შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდნენ.
მოსკოვმა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების სურვილი დაადასტურა, თუმცა ისიც ითქვა, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მოლოდინი შეუძლებელია.