არ ვიცი, რას ვაკეთებ – ინგლისში მთვრალმა მძღოლმა პოლიციაში დარეკა

მთვრალი კაცი

ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციის ინფორმაციით, 12 თებერვალს მათთან უცნაური ზარი შევიდა. კაცი დისპეტჩერს ეუბნებოდა, რომ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და "არ იცოდა, რას აკეთებდა". მანვე აღნიშნა, რომ მძიმე შაბათ-კვირა ჰქონდა.

„კაცი პოლიციას ურეკავს, რათა შეატყობინოს, რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავს. ეს ყოველდღე არ ხდება". - თქვა იორკშირის პოლიციამ.

პოლიციის გამოძახების ადგილზე მისვლისას 52 წლის მამაკაცი გზის პირას, ფურგონში იმყოფებოდა. ოფიცრებმა მას ალკოჰოლზე სუნთქვის ტესტი ჩაუტარეს. შედეგები დაშვებულ ზღვარს სამჯერ აღემატებოდა.

კაცი 12 თებერვალს დააკავეს, სამშაბათს, 13 თებერვალს კი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის ბრალი წარუდგინეს.
 
 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე

კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი