წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1791827612
მე არ ვაპირებ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის გამართვას, პატივს ვცემ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ბერნემმა უარყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ის ცდილობს 2016 წლის რეფერენდუმისა და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხმის მიცემის შედეგების გაუქმებას.
„მე პატივს ვცემ რეფერენდუმის შედეგს, როგორც ახლახან ვთქვი, მაგრამ რასაც გავაკეთებ, არის პრაგმატული მიდგომის გამოყენება, როდესაც შევძლებთ ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას, როდესაც შევძლებთ თანამშრომლობის გაზრდას. მე განვახორციელებ იმ ქმედებებს, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში იყოს“, – განაცხადა ბერნემმა.
მისი თქმით, ბრიტანეთმა ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა გააღრმაოს და რეალობას თვალი გაუსწოროს.
„სტატუს კვოს შენარჩუნება ბრიტანეთისთვის საკმარისი არ არის. ეს უარესია. ჩვენ უნდა შევხედოთ მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობას მშვიდად, ნათლად და რაციონალურად – განვიხილოთ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული დიალოგი ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტებზე გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ბერნემმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოსთვის მისი გზავნილი ნათელია და და სურს, განაცხადოს, რომ „დიდი ბრიტანეთი დაბრუნდა“.
„დიდი ბრიტანეთი დაბრუნდა. ჩვენ ბევრ ფრონტზე ვასრულებთ ჩვენს როლს და თავდაჯერებულად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ, რათა ჩვენს ქვეყანას კვლავ ჰქონდეს იმედი“, – განაცხადა ენდი ბერნემმა.