რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია ან ის ავად არის. როგორც BBC წერს, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა როგორც უილიამ ბერნსმა განაცხადა, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
როგორც ბერნსმა იხუმრა, ვლადიმერ პუტინი „ზედმეტად ჯანმრთელად“ გამოიყურება და დასძინა, რომ ეს ხუმრობა არ იყო ოფიციალური სადაზვერვო შეფასება.
„ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ზედმეტად ჯანმრთელადაა“, – აღნიშნა ვერნსმა.
რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1775246914
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858