„აქსიოსი“: უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბოლო პროექტთან დაკავშირებით პასუხი დაუბრუნა

აშშ სენატი

უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბოლო პროექტზე პასუხი გადასცა. შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში ამერიკული გამოცემა Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი ავრცელებს.

მისი ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მას ამერიკელმა და უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს.

ამასთან, უკრაინული პასუხის შინაარსი, ისევე როგორც ამერიკული მხარის რეაქცია უცნობია.

აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის მიერ პასუხის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ბლუმბერგიც“.

მანამდე, პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით უკრაინისა და ევროპის შეთავაზებებზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე დასრულებულია.