წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1775242468
წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ირანმა ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
წყაროების განცხადებით, ამერიკელი სამხედროები სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
„აქსიოსი“ აღნიშნავს, რომ საუბარია F-15-ის ტიპის გამანადგურებელზე.
ირანთან ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანელმა მხარემ ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
მანამდე, ირანულმა მედიამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ამტკიცებდა, რომ მათ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.