იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ისრაელმა ყველაზე პოპულარული პალესტინელი ლიდერი მარვან ბარგუტი არ შეიყვანა იმ ადამიანთა სიაში, რომელთა გათავისუფლებასაც უახლოეს დღეებში დაჯგუფება „ჰამასთან“ დადებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გეგმავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ამასთან ერთად, როგორც სააგენტო იუწყება, ისრაელი უარს აცხადებს მაღალი რანგის სხვა პალესტინელი მსჯავრდებულების გათავისუფლებაზეც.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა მუსა აბუ მარზუკმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ დაჯგუფებას ბარგუტისა და სხვა ცნობილი პალესტინელი ლიდერების გათავისუფლება სურს.
ისრაელი, როგორც Associated Press-ი იუწყება, ბარგუტის ტერორისტების ლიდერად აღიარებს. მას უვადო პატიმრობა რამდენჯერმე აქვს მისჯილი. ის ისრაელმა 2004 წელს გაასამართლა, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე ტერორისტული აქტი მოაწყო, რის გამოც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
თუმცა, ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ისრაელს ბარგუტის სხვა მიზეზით ეშინია: ბარგუტი, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნის იდეას ემხრობა და სამხედრო წინააღმდეგობას უჭერს მხარს, შესაძლოა, პალესტინელებისთვის გავლენიან ფიგურად იქცეს. პალესტინელების ნაწილი მას ნესლონ მანდელასაც კი უწოდებს.