ანტისემიტური აქტების გახშირების ფონზე, ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს

ბელგია

ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში, ებრაულ ობიექტებთან, მათ შორის სინაგოგებთან და სკოლებთან სამხედროები განალაგეს.

გამკაცრებული ზომები ბელგიაში ანტისემიტური აქტების გახშირების ფონზე მიიღეს. უფლებათა დამცველები ამას ირანთან ისრაელისა და შეერთებული შტატების ომს უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ ებრაელებზე თავდასხმები სხვა ქვეყნებშიც მოხდეს.