საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ავსტრალიელმა მკვლევრებმა სამხრეთ შეტლანდის კუნძულების წყლებში, დაახლოებით 490 მეტრის სიღრმეზე, ზვიგენი აღმოაჩინეს. როგორც Associated Press წერს, ეს ასეთი მტაცებლების ანტარქტიდის რეგიონებში გამოჩენის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა, სადაც წყლის ტემპერატურა 0 გრადუსთან ახლოსაა.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ალან ჯეიმისონმა განაცხადა, რომ გადაღება იანვარში, სამეცნიერო დანადგარზე დამონტაჟებული სპეციალური კამერით განხორციელდა. აღმოჩენილი ცხოველის სიგრძე დაახლოებით 3-დან 4 მეტრამდეა. პროფესორის თქმით, ეს ზვიგენები საკმაოდ დიდები არიან. სავარაუდოდ, ანტარქტიდის სანაპიროებთან კიდევ ბევრი ასეთი მტაცებელი ბინადრობს, რომლებიც ვეშაპების ნარჩენებითა და გიგანტური კალმარებით იკვებებიან.
მონაცემებისა და გამოსახულებების გამოქვეყნების ნებართვა მხოლოდ ახლა გაიცა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ზვიგენების მიგრაცია შესაძლოა კლიმატის ცვლილებით იყოს გამოწვეული - ოკეანის დათბობა მათ აიძულებს, სამხრეთ ნახევარსფეროს უფრო ცივი წყლებისკენ გადაადგილდნენ.