,,მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება” - უახლესი დღეების პროგნოზი
1784191111
ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომას მოულოდნელი უწოდა. ამის შესახებ კუბილიუსმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ფედოროვი შესაძლოა, გადამდგარიყო, კუბილიუსმა უპასუხა: „დიახ, და ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო“.
მისი თქმით, ვარშავიდან ხელმისკენ მიმავალ გზაზე შეიტყო, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გადადგომას აპირებდა.
„ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. აქ, კიევში ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ იქნება უკრაინაში თავდაცვის მიმართულებაზე პასუხისმგებელი და რა ბედი ეწევა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილო ფედოროვთან. როგორც მანამდე, ისე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი შედეგი იყო მიღწეული“, – განაცხადა კუბილიუსმა.