ანალენა ბერბოკი: უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა უკვე შეთანხმდა უკრაინასთან, რომ ნებისმიერი შეთანხმება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი უნდა იყოს.

„საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ევროპული კონტინენტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმართავთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების განახლებული ვერსია.