24 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1774288534
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი აშშ-თან რაიმე სახის მოლაპარაკებების არსებობას უარყოფს.
მოჰამედ ბაგერ ყალიბაფის თქმით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება მანიპულირების მიზნით ხდება.
„აშშ-თან არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა. „ფეიკ ნიუსები“ ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის და იმ ჭაობისგან თავის დაღწევის მიზნით გამოიყენება, რომელშიც აშშ და ისრაელი არიან ჩარჩენილები“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.