ამერიკელმა ქალმა წითელ მოედანზე ხბო გაასეირნა, რომ ლამაზი ადგილები ეჩვენებინა - ის დააპატიმრეს, ხბო სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს

ხბო გაასეირნა

ამერიკელ ქალს, რომელიც მოსკოვის წითელ მოედანზე ხბოსთან ერთად სეირნობდა, სასამართლომ 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ოქმის განხილვის შემდეგ. ასევე ის დაჯარიმდა 20 ათასი რუბლით. რუსული მედია მას ცხოველთა უფლებების დამცველს უწოდებს.

აშშ-ს 34 წლის მოქალაქე, ალისია დეი დააკავეს მოსკოვში, როდესაც ის წითელ მოედანზე ხბოს ასეირნებდა, იტყობინება TASS. მან სააგენტოს უთხრა, რომ ცხოველი ავიტოზე იყიდა, რომ არ შეეჭამათ.

რუსულ მედია ამერიკელს ცხოველთა უფლებების დამცველს უწოდებს. ის ხშირად გამოისყიდის ცხოველებს და იხსნის მათ დაკვლისგან. 2019 წელს დეიმ იყიდა ღორი ლონდონის გარეუბანში მდებარე ფერმაში და მასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო 2022 წელს მან ვერძით იმოგზაურა პოლონეთში.

პოლიციამ მის წინააღმდეგ ორი განცხადება შეიტანა. პირველი, მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ დააჯარიმა იგი 20 ათასი რუბლით (არასანქცირებული ქმედება, რამაც ხელი შეუშალა ფეხით მოსიარულეებს), შემდეგ კი იგი გაგზავნეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში 13 დღით (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა თქვა, რომ იგი დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნებს.
დეიმ ჟურნალისტებსა და სასამართლოს განუცხადა, რომ მის შინაურ ცხოველს ერქვა დოქტორი კალფი და რომ ის აპირებდა ცხოველისთის ულამაზესი ადგილი ეჩვენებინა და შემდეგ სადგომში გაეგზავნა, სადაც ცხოველი სიბერემდე იცხოვრებდა. მან განმარტა, რომ ეს არაერთხელ გააკეთა სხვა ქვეყნებში და სხვა ცხოველებთან, მაგალითად, ღორებთან, წერს „რია ნოვოსტი“.

ამაზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა – მათ გადაწყვიტეს, რომ ამერიკელი, „რომელიც არის ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი“, „ხბოს ვიზუალურ კამპანიად იყენებდა“. სასამართლოში წაკითხული პოლიციის დასკვნაში ნათქვამია, რომ დეი სავარაუდოდ ყვიროდა: „ცხოველები საკვები არ არიან“.

რაც შეეხება ხბოს, ის ძროხა აღმოჩნდა, წერს „რია ნოვოსტი“. ცხოველი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. „ხბო, უფრო სწორად, ეს არის ახალგაზრდა ძროხა, რომელიც წითელ მოედანზე სეირნობდა, მოვიდა ჩვენთან, გარეულ ცხოველთა სარეაბილიტაციო ცენტრში, მოგვიანებით ვეტერინარი გასინჯავს და გაირკვევა, არის თუ არა ცხოველი ჯანმრთელი“, - განაცხადეს ცენტრში.

VKontakte-ზე დეის გვერდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და გვერდს რუსულ ენაზე მართავს.