ამერიკელი მსახიობი ლენს რედიკი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

რედიკი

60 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ლენს რედიკი გარდაიცვალა.

The Wire-ის ვარსკვლავი საკუთარ სახლში იპოვეს, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

რედიკს საყოველთაო პოპულარობა სერიალ The Wire-ში შესრულებულმა სედრიკ დენიელსის როლმა მოუტანა. თითქმის 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა ფილმებსა და სერიალებში ათობით სახასიათო როლი ითამაშა, მათ შორის ისეთ დიდ პროექტებში როგორებიც არის Lost, Heroes, John Week, Godzilla, Fringe, Law & Order.

2021 წელს ფილმ One Night In Miami...-ისთვის მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიის ნომინაცია.