დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
ამერიკელი მაღალჩინოსნები გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურებიან.
„სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში, თუმცა არასდროს გვინახავს ამერიკაში“, - წერს „რესპუბლიკური“ სენატორი მარკო რუბიო.
„ეს რეიდი კიდევ ერთი ესკალაციაა ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში მაშინ, როდესაც ჰანტერ ბაიდენის მსგავს ადამიანებს დელიკატურად ეპყრობიან“, - განაცხადა ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა.
„ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორდერის აღსრულება სახიფათოა. იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა. გენერალურმა პროკურორმა უნდა განმარტოს, თუ რატომ შეიცვალა 250-წლიანი პრაქტიკა ამ რეიდის შედეგად. მე ბენღაზის საქმეზე კომიტეტის წევრი ვიყავი, სადაც დავამტკიცეთ, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო მასალებს ფლობდა. ჩვენ მის სახლში რეიდი არ მოგვიწყვია“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
„ამას არასდროს გაუკეთებდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვწუხვარ იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს ამერიკისთვის. ჩვენი ქვეყნის დაკარგვის ზღვარზე ვართ, თუ ასე გაგრძელდება. ეს უნდა შეჩერდეს.
„საპასუხო რეაქცია იქნება. ვფიქრობ, ხალხი დაიღალა ამით. მათ იციან, რომ ეს არასწორია. ამ ადამიანებს [„დემოკრატები“] არ შეუძლიათ დანებება და ისინი გააგრძელებენ პრეზიდენტ ტრამპის დევნას“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ჯეფ ვან დრიუმ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233