ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის შეფასებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ნაწილი, გათეთრების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, უკან, ამერიკაში ბრუნდება და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას ხმარდება.
როგორც მასკმა სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, ამის შედეგია, რომ აშშ-ის ზოგი მოქალაქე ხედავს პოლიტიკოსებს, რომლებიც ამერიკაზე მეტად უკრაინაზე ზრუნავენ.
„ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ნაწილი, გათეთრების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, უკან, ამერიკაში ბრუნდება და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას ხმარდება. სწორედ ამიტომ ხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამერიკაზე მეტად უკრაინაზე ზრუნავენ!“, - დაწერა მასკმა.