ამ ქალაქში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისთვის ნებართვა გჭირდებათ

ქუსლიანი

კალიფორნიის პატარა ქალაქი კარმელ-ბაი-ზე-სი ცნობილია იმით, რომ ვიზიტორებს 5 სანტიმეტრზე მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულისთვის ოფიციალური ნებართვის აღება მოეთხოვებათ.

ნებართვა გაიცემა უფასოდ და ბევრი ვიზიტორი მას უბრალოდ სუვენირად იღებს, მაშინაც კი, თუ ისინი არ აპირებენ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულს. სერტიფიკატს აქვს სასიამოვნო, ოფიციალური იერსახე, ის გაიცემა მოთხოვნის წარმდგენი პირის სახელით და მას ხელს აწერს ქალაქის ერთ-ერთი მორიგე მდივანი.

კანონი, რომელიც კარმელ-ბაი-ზე-სი-ის ქუჩებში საჯაროდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას უკანონოდ აცხადებდა, 1963 წელს, ქალაქის პროკურორის მოთხოვნით იქნა მიღებული. ეს მაშინაც იურიდიული უცნაურობა იყო, მაგრამ მას ძალიან კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა, რომელიც დღესაც ძალაშია. კალიფორნიის ქალაქი მრავალი კვიპაროსისა და მონტერეის ფიჭვის სამშობლოა, რომელთაგან ბევრი შთამბეჭდავ ზომებამდე გაიზარდა.  ხეების ზრდასთან ერთად მათი ფესვებიც გაიზარდა, რაც ბეტონის ტროტუარებს მაღლა სწევს და დაბრკოლებების საშიშროებას ქმნის. შესაბამისად, ქუსლებით გადაადგილება ტურისტებს უჭირთ.

საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ, კარმელ-ბაი-ზე-სიშიც მოქმედებდა კანონი, რომელიც კრძალავდა ნაყინის მოხმარებას ქალაქის ცენტრში წებოვანი ტროტუარების გამო.