არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
რამდენიმე საათში სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკება დაიწყება. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტის უარის გამო შეხვედრას, სავარაუდოდ, არც ზელენსკი არ დაესწრება. მოლაპარაკება დოლმა ბაჰჩეს სასახლეში გაიმართება.
რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. როგორ დაკომპლექტდა უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფი, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, სავარაუდოდ, შეხვედრას დაესწრებიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი და ზელენსკის მრჩეველი.
ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი, ტრამპის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი წარმოადგენენ.
შესაძლოა, ხვალ სტამბოლში დონალდ ტრამპიც ჩავიდეს, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა "ფრანს პრესს" განუცხადა. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ანკარაში გაიმართა მოლაპარაკება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ელოდება, ვინ ჩავა მოლაპარაკებებისთვის რუსეთიდან და შემდეგ განსაზღვრავს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ.
"ველოდებით ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.