„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი ევროპარლამენტის მიერ გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების ფაქტს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა.
„ევროკავშირმა მერკელი და ზელენსკი ღირსების უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. ერთ-ერთმა მათგანმა 16 წლის განმავლობაში დაანგრია გერმანია, მეორე კი იმ წერტილიდან აგრძელებს გზას, სადაც მერკელი გაჩერდა. ევროკავშირი ამას ევროპის წინაშე გაწეულ სამსახურს უწოდებს“, - დაწერა ვაიდელმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტმა ევროპული ღირსების ორდენით დააჯილდოვა ზელენსკი, მერკელი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა. ჯილდო ერგო მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუსაც.