ალბანეთში მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ - პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს

ალბანეთში მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ

ვითარება დაძაბული რჩება ალბანეთის დედაქალაქში. მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ. პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს.

დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის ოფისის კარს სკამები ესროლეს. დემონსტრანტები ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. სკამები, თავად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სიმბოლურად ოფისის გარეთ დიალოგის წახალისების მიზნით დაალაგეს.

ოფიციალური მონაცემებით, პროტესტის პირველი ექვსი დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან ნახევარზე მეტი პოლიციელია.

სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

✕