ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება -ალექსანდრ სტუბი

ალექსანდრ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.

როგორც სტუბი აღნიშნავს, რუსეთთან დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, თუმცა, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან უფრო პირდაპირი კონტაქტი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ ორმხრივი გაუგებრობები. ამიტომ დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, მაგრამ უბრალოდ ვერ გეტყვით თარიღს, რადგან არ ვიცი“. - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.