ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ პირველად ირანის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

ირანის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ პირველად ირანის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს.

„სატელეფონო საუბარი შეეხო სიტუაციის განვითარების მოვლენების განხილვას და დაძაბულობის შენელების გზებს, რათა ხელი შეეწყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას“, – ნათქვამია საუდის არაბეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს მოხდა აშშ-სა და ისრაელს შორის ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებიდან მეორე დღეს.

აბას არაღჩისა და ფაისალ ბინ ფარჰანს შორის სატელეფონო ზარი ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური დიპლომატიური კონტაქტია მას შემდეგ, რაც თეირანმა ისრაელ-ამერიკის თავდასხმების საპასუხოდ სპარსეთის ყურის მეზობლებზე, მათ შორის საუდის არაბეთზე, დარტყმები დაიწყო.

საუდის არაბეთში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.