რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე - ვალუტის კურსი

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6965, ევრო – 3.1519, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6238 ლარი ეღირება.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6970, ევრო – 3.1153, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5711 ლარი ღირდა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 აპრილამდე იმოქმედებს.