ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ფრენები

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში დღეს კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია 2 მარტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 15:00 საათამდე შეჩერდა.

„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.

„კატარის ავიახაზები“ განმარტავს, რომ დამატებით ინფორმაციას ორშაბათს, დოჰას დროით დილის 9:00 საათისთვის გაავრცელებს.

„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის ორ საათამდე შეჩერდა.