ახალშობილი ჰაერში აგდებით თამაშისას გარდაიცვალა - დაკავებულია დედა და მამინაცვალი, რომელთაც მძიმე სასჯელი ემუქრებათ (უცხოეთი)

ახალშობილი

თათარსტანში, მშობლებთან თამაშის დროს, ჩვილი გარდაიცვალა. უფროსები მას ჰაერში აგდებდნენ, რის გამოც, ახალშობილს, წინასწარი ვერსიით, ზურგის ტვინში სისხლი ჩაექცა. იუწყება SHOT.

ტელეგრამის არხის ცნობით, ტრაგედია 6 იანვარს, ზელენოდოლსკში მოხდა. ბიჭმა მოძრაობა და სუნთქვა შეწყვიტა დილის ათ საათზე. ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

ბავშვის 26 წლის დედა და მისი პარტნიორი დააკავეს. გამოკვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ ბიჭი თამაშის გამო შეიძლებოდა გარდაცვლილიყო: ზევით ასროლისას, ხერხემლის ზურგის ტვინში სისხლდენა მოხდა, რაც ფატალურ ფაქტორად იქცა. გარდა ამისა, ბავშვის ყველა საჭმელი ამოიღეს ბინიდან და გაგზავნეს შესამოწმებლად.

გამოძიებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით სიკვდილი“. მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. გამომძიებლები მუშაობენ დაზარალებულის დედასთან და მამინაცვალთან, თუმცა მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ასევე ნახეთ:

წონის კლება, ნაოჭებისა და სტრიების მოშორება და სხვა ბევრი დაავადების საწინააღმდეგო მალამო, რომელსაც წლების განმავლობაში არასწორად ვიყენებდით

3 წლის ბიჭი ახალი წლის ღამეს „სადღესასწაულოდ გასროლილმა“ ტყვიამ მოკლა (უცხოეთი)

მხოლოდ ერთი ფრაზა - ექსპერტი გირჩევთ, როგორ მიუჩინოთ უხეშ ადამიანს თავისი ადგილი