დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს. არდერნი ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგება, ახალ ლიდერს კი პარტია არაუგვიანეს 7 თებერვლისა აირჩევს. არჩევნები ახალ ზელანდიაში 14 ოქტომბერს გაიმართება.
გადადგომის მიზეზად 42 წლის არდერნმა გადაღლა დაასახელა.
„ქვეყნის ლიდერობისთვის ავზში საკმარისი [საწვავი] აღარ მაქვს. იმედი მქონდა, რომ ზაფხულში ვიპოვიდი იმას, რაც მჭირდება გაგრძელებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა და თუ გავაგრძელე, ახალ ზელანდიას ცუდ სამსახურს გავუწევ“, - განაცხადა არდერნმა.
2017 წელს, როდესაც არდერნი პრემიერად აირჩიეს, ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური ქალი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიოში მეორე არჩეული ლიდერი, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს ბავშვი გააჩინა.