1780861735
Air France-მა და KLM-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს - რა ინფორმაცია ვრცელდება
რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაძაბულობის ზრდის ფონზე, ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა, ნიდერლანდურ KLM-თან ერთად, ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი შაბათ-კვირის რეისები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება მოჰყვა KLM-ის უფრო ადრეულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ თელ-ავივის რეისები კვირამდე შეაჩერა.
გარდა ისრაელისა, ნიდერლანდურმა ავიაკომპანიამ ფრენები ასევე გააუქმა დუბაისა და საუდის არაბეთის მიმართულებითაც.






