იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმის საპასუხოდ, ირანი თელ-ავივს დაარტყამს, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარმა მრჩეველმა, ალი შამხანმა განაცხადა.
ირანის სულიერი ლიდერის მთავარი მრჩეველი სოციალურ მედიაში წერს, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო აქტივობა ომის დასაწყისად ჩაითვლება და პასუხი უპრეცედენტო იქნება.
„შეზღუდული დარტყმა ილუზიაა. ამერიკის ნებისმიერი სამხედრო აქტივობა, ნებისმიერი წყაროდან და ნებისმიერ დონეზე, ომის დასაწყისად ჩაითვლება და პასუხი იქნება დაუყოვნებელი, ყოვლისმომცველი და უპრეცედენტო და მიმართული იქნება აგრესორის, თელ-ავივისა და მისი ყველა მხარდამჭერის წინააღმდეგ“,- წერს შამხანი.