მედიის ცნობით, უკრაინა ლითიუმის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს მიჰყიდის
1767970679
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს მოუწოდა, აშშ-ში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირდეს.
ხამენეის მიმართვა ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ „ირანში აქციების მონაწილეები საკუთარ ქალაქებში დემონსტრაციების სხვა ქვეყნის ლიდერის გასახარად მართავენ.“
ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ამპარტავანი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპს „ხელები ირანელთა სისხლში აქვს გასვრილი“. ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს „დაამხობენ“.
ცნობისთვის, ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში 12 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთა. ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.