აღმოაჩინეს წყალქვეშა მთა, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ცათამბჯენზე მაღალია

დცდცდც

ოკეანეზე დასაკვირვებლად განკუთვნილმა უდიდესმა უეკიპაჟო ხომალდმა Surveyor SD 1200 აქამდე უცნობი წყალქვეშა მთა გამოავლინა, რომელიც მსოფლიოში უმაღლეს ცათამბჯენს, დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას, ზომით აღემატება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამ პროექტის მიზანი იზოლირებული არეალების გამოკვლევა და ოკეანეების შესახებ მეტი მონაცემის მოპოვებაა. მსგავსი გეოლოგიური წარმონაქმნების შესწავლა შესაძლოა, წყლის ასეთი უზარმაზარი რეზერვუარების ფუნქციისა და იქ არსებული უცნობი ეკოსისტემების გაანალიზებაში დაგვეხმაროს.

„აშშ-ის მხრიდან ოკეანის რესურსების მაქსიმუმამდე აყვანის გზა იმის გაგებაა, თუ რა არის იქ. ეს მისია პირველი ნაბიჯია, რათა ალეუტის წყლების ფსკერზე არსებული უმთავრესი რეგიონების მაღალი გარჩევადობის რუკა შევადგინოთ", - აცხადებენ NOAA-ში.

აშშ-ის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (EEZ) არის რეგიონი, რომელიც სანაპიროდან 370.4 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და, ფაქტობრივად, შეუსწავლელია. SD 1200-მა კალიფორნიის სანაპიროსა და ალასკის ალეუტის კუნძულების მიმდებარედ ოკეანის ფსკერის 45 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის მქონე არეალი გამოიკვლია.

მკაცრი პირობების მიუხედავად, მან ღირებული მონაცემები შეაგროვა. ხომალდმა ახალ წყალქვეშა მთას EEZ-ის უკანასკნელ 29 720 კვადრატულ კილომეტრზე დაკვირვებისას მიაგნო. ამ წარმონაქმნის სიმაღლე დაახლოებით 1000 მეტრია, როცა ბურჯ ხალიფას ზომა 828 მეტრს აღწევს.