ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ბულვარი

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური ობიექტის დემონტაჟი დასრულდა, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოები, ეტაპობრივად მოიცავს ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ ობიექტის დემონტაჟს, რომელთა საიჯარო ვადა ამოწურულია და ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაშია.