აფეთქება ნიდერლანდებში - არიან დაშავებულები

ხანძარი ნიდერლანდებში

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში აფეთქებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, დაშავებულია, სულ მცირე, ოთხი ოთხი ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, უტრეხტის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უტრეხტის მერმა, შერონ დიკსმამ განაცხადა, რომ ამ დრომდე არ იციან, არიან თუ არა ნანგრევების ქვეშ ადამიანები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.