1771531835
აფეთქება ჩილეში - დაღუპულია 4 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი
აფეთქება ჩილეში - დაღუპულია 4 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი. 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქების შედეგად, 50-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
შემთხვევა სანტიაგოს მიმდებარედ, ინდუსტრიული ზონის მახლობლად მოხდა. გადაბრუნდა თხევადი აირით დატვირთული სატვირთო. სამართალდამცავები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ, მათ შორის - მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების შესაძლო ფაქტს.











