გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
გასულ შაბათს ადელი მაყურებლის წინაშე ახალი ვარცხნილობით წარდგა. თაყვანისმცემლებს მომღერლის ვიზუალის ცვლილება ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. მისი თმა უბრალოდ თვალისმომჭერელად ანათებდა და ბზინავდა. რაც შეეხება სამოსს, მომღერალი დახვეწილ ვერცხლისფერ პიჯაკსა და შავ შარვალში გამოეწყო.
ადელი მედლინ ეშტონის როლს ასრულებდა რობერტ ზემეკისის 1992 წლის კლასიკიდან, რომელშიც მერილ სტრიპი და გოლდი ჰოუნიც თამაშობდნენ.
როგორც წესი, მომღერალი უპირატესობას დახვეწილ, ფიგურულ შავ კაბებს ანიჭებს ხოლმე, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა, როგორც ვთქვით, ის ვერცხლისფერ ტანსაცმელში გამოეწყო და თავის ლუქს სრულყოფილება ბზინვარე, დიდი საყურეებით შესძინა.
როგორც თავად მომღერალმა განაცხადა, ეს ჟესტი მერილ სტრიპის პერსონაჟის პატივისცემა იყო ფილმიდან სიკვდილი მას უხდება.
View this post on Instagram
შესამჩნევი იყო ისიც, რომ უამრავ ადამიანს შორის ადელი სწორედ სტრიპისკენ გაემართა, სტრიპმა კი მომღერალს საჯაროდ დიდი სიყვარული დაუდასტურა.
როგორც ვიცით, ამ წლის დასაწყისში ადელმა განაცხადა, რომ ის კარიერაში ხანგრძლივი შესვენების აღებას გეგმავს და უნდა თავის პირად ცხოვრებაზე ფოკუსირდეს.
მან თავის გეგმების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ სურს ლოს-ანჯელესის $58 მილიონიანი სახლი შინაური ცხოველების და იმ კატების თავშესაფრად აქციოს, რომელთა აყვანასაც აპირებს.