აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები

აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.

სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ორდღიანი იქნება. მთავარი განსახილველი საკითხი კი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტერიტორიებია. კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები.

დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებიან ამერიკის მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. უკრაინული დელეგაციის წევრები არიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ასევე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია, უკრაინული გენშტაბის მეთაური ანდრეი გნატოვი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი, პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი და პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.