შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა მოუწოდონ უცხო სახელმწიფოებს „მიიღონ ზომები ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების ჩვენს ქვეყანაზე და მოქალაქეებზე თავდასხმის შესაძლებლობების შეზღუდვისთვის“. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, მათ ხელში ჩაუვარდათ დეპეშა, რომელიც რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მისწერა.
ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის სრული გახსნის ნაწილში.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ქვეყნების სია, რომლებიც დახმარების აღმოჩენას დათანხმდნენ, მალე გასაჯაროვდება.
დიპლომატებისთვის მიწერილ წერილში რუბიო არ ამბობს, რამდენად მაღალია ირანის თავდასხმის რისკი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კომბინირებული მიდგომა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად საუკეთესო სტრატეგიაა.