„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
თურქეთში 90 წლის ქალმა და 77 წლის კაცმა იქორწინეს, რომლებმაც ერთმანეთი წლების წინ, საავადმყოფოში გაიცნეს. ამის შესახებ haberturk-ი წერს.
თურქული მედიის ცნობით, ქორწინების ინიციატორი 90 წლის ქალი იყო, სწორედ მან შესთავაზა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება 77 წლის შეყვარებულს, რომელიც 4 შვილის მამაა და წლებია, ქვრივია.
მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როცა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით ერთსა და იმავე კლინიკას მიმართეს. მაშინ ორივე გამოჯანმრთელდა, თუმცა ურთიერთობა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც გააგრძელეს და წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე მოწმეები იმ კლინიკის თანამშრომლები იყვნენ, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.